შუახნის მამაკაცი არასრულწლოვან ბიჭებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

აჭარაში 51 წლის მამაკაცი არასრულწლოვანი ბიჭებზე სექსუალური ძალადობიდ ბრალდებით დააკავეს. მამაკაცი დანაშაულში ერთ-ერთი სკოლის მანდატურმა ამხილა.  მანდატურმა ამის შესახებ პოლიციაში განაცხადა, რომ  სკოლის ტერიტორიაზე 12 წლის ბიჭს უცნობი მამაკაცი საეჭვოდ ესაუბრებოდა. მოგივანებით 12 წლის მოსწავლემ ადმინისტრაციას მიმართა რომ 51 წლის მამაკაცი მას რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებდა და  ტრანსპორტში  შეხვედრისას მას უცნაურად ეხებოდა. მანდატურის შეტყობინების საფუძველზე შსს-მ  გამოძიება დაიწყო და დაადგინა, რომ 12 წლის მოზარდი არ იყო ერთადერთი, ვისთანაც მამაკაცი სექსუალური კავშირის დამყარებას ცდილობდა.

დოკუმენტებით დადგინდა, რომ 51 წლის მამაკაცის მხრიდან საკუთარ ნათესავ ბიჭზე ადგილი გარყვნილ ქმედებას ჰქონდა.

იმის გამო, რომ ბრალდებული ფსიქიკურად აშლილია, დროებით მის წინააღდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა. მას 18 თვის გატარება იძულებით ხონის ფსიქიატრიულში მოუწევს. ამის შემდგეგ კი თუ მისი ფსიქიკური მდგომარეობა ნორმაში იქნება, საქმის წარმოებას პროკურატურა ისევ გააგრძელებს.

დაკავებულის ოჯახები მომხდარს უარყოფენ და ცდილობენ დაამტკიცონ რომ მას არასრულწლოვან ბიჭებზე ძალადობა არც კი უცდია.

ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი მოზარდი მომხდარის შემდეგ სკოლაში არ დადიოდა. მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის გამო, საქმეში სოციალური მუშაკები ჩართეს და 12 წლის ბავშვზე ფსიქოლოგები მუშაობენ.