შვეიცარიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

შვეიცარიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფედერალური ოფისის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფიცირების შემთხვევა ტიჩინოში დადასტურდა, რომელიც იტალიას ესაზღვრება.

შვეიცარია ავსტრიისა და ხორვატიის შემდეგ, ევროპის მესამე ქვეყანაა, სადაც კორონავირუსის ინფექცია დღეს დაფიქსირდა.

ამ დროისთვის კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2700-ს გადააჭარბა, ინფიცირებული კი 80 ათასზე მეტია.