“შვილო, სად გაიზარდე…ზრდილობა ისწავლე”-ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებს

“”შვილო, სად გაიზარდე…შვილო, ზრდილობა ისწავლე”, — ეს ფრაზები   ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების მისამართით რამდენჯერმე გამოიყენა.

მან ერთ-ერთ ჟურნალისტს, რომელმაც გახარიაზე შეკითხვა დასვა, ზრდილობისკენ მოუწოდა, ხოლო აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს უთხრა, რომ აჭარის ტელევიზია “რუსთავი 2-ის” ფილიალია.