სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები გაორმაგდება

სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციები მკაცრდება. 

საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მზად არის, რომლის მიხედვითაც  სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები გაორმაგდება.კანონპროექტი განსახილველად ჯერ მთავრობას შემდეგ კი პარლამენტს წარედგინება.

ცვლილებების მიხედვით, ასევე მოხდება ე.წ. ჭკვიან კამერებზე ქულათა სისტემის მიბმაც და თუკი მძღოლი სიჩქარეს გადააჭარბებს, გაზრდილ ჯარიმასთან ერთად, ავტომანქანის მფლობელს მართვის მოწმობაზე შესაბამისი ქულებიც დააკლდება.