სიჩუმეს აღარ ვაპირებთ…ილია მეორე არის მტერი ეკლესიის-დეკანოზ მამალაძის ძმა

“კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე არის დღეს მტერი სიმართლის, ილია მეორე არის მტერი ეკლესიის”-ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგის შემდეგ დეკანოზ მამალაძის ძმამ თორნიკე მამალაძემ გააკეთა. 

თორნიკე მამალაძის თქმით, მან იცოდა რომ პრეზიდენტი დეკანოზს არ შეიწყალებდა და ზურაბიშვილს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია. 

“პატრიარქმა წმინდა სინოდიც მოატყუა, მათ ლაფი დაასხა, მოატყუა საზოგადოება. დადგეს სპექტაკლი, რაშიც მონაწილეობა მიიღო პატრიარქმა და პრეზიდენტმა და კარგად გამოუვიდათ ეს, ისინი არია კარგი მსახიობები. 

ეს გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილის არ არის  დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, ეს არის პატრიარქის გადაწყვეტილება, მე მაქვს ინფორმაცია, რომ თავად კათალიკოს პატრიარქმა უთხრა უარი ზურაბიშვილს შეეწყალებინა ჩემი ძმა. პირადად მას აქვს დანაშაულების ჩემი ძმის მასამართით და მან იცოდა, რომ გათავისუფლების შემთხვევაში იგი ამ თემებზე ლაპარაკს აპირებდა. მან პარალიზებული ადამიანი საპყრობილეში დატოვა. ის არ არის მწყემსი კეთილი, ის არის ეკლესიის თავზე მოკალათებული პიროვნება, რომელიც საკუთარი მიზნებისთვის იყენებს ეკლესიას. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და ყველა ხერხს მივმართავ. ეს იქნება პიროვნებების მიმართ ბრძოლა, რომელიც ეკლესიის სათავეებზე მოკალათებულები არიან.

ილიამ მეორე არის მტერი ეკლესიის და მე პირადად ამას დავამტკიცებ, თუკი აქამდე ჩუმად ვიყავით, სიჩუმეს უკვე აღარ ვაპირებთ, რადგან პატრიარქი დაუპირისპირდა ჩემს ოჯახს და ხაზგასმით გვითხრა, რომ ჩემი ძმა ცოცხალი ციხიდან ვერ გამოვა”- აცხადებს თორნიკე მამალაძე.