“სიცრუის დეტექტორზე შევამოწმებთ თითოეულ აპლიკანტს”-სააკაშვილი ხელისუფლებაში მოსასვლელად 500 კაცის გაწვრთნას გეგმავს

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა,სადაც პარტიის სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
სააკაშვილი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი მაღალია და პესიმიზმის საფუძველი არ არსებობს.ის ასევე მეორე ტურის შედეგებს შეეხო და აღნიშნა, რომ მეორე ტურში შავგულიძეს მხარდაჭერას უცხადებს.
მიხეილ სააკაშვილი საზაფხულო სკოლის გახსნას აანონსებს.
“ჩვენ უნდა გადავიდეთ შემდგომ გეგმაზე. სანდრა და ბევრი სხვა წავა და ეხლა მოივლის მთელ საქართველოს, ქუჩა ქუჩა, სოფელ–სოფელ. დაიწყებს დაორგანიზებას ხალხის რათა შემდგომ ისინი გადამწყვეტ მომენტში მიიყვანონ შუშის სასახლესთან.
მეორე ყვარელში ვაანონსებთ ახალგაზრდული სკოლის შექმნას, ზაფხულში, სადაც მივიწვევთ 500 ახალგაზრდას, სადაც ბრძოლის თანამედროვე ტექნოლოგიებზე ვესაუბრებით, მეთოდებზე, საინფორმაციო მეთოდებზე, სოციალური ქსელების სწორ გამოყენებაზე, რეფორმირებაზე, ანტისაოკუპაციო პოლიტიკაზე, იმაზე, თუ როგორ ამოვათრიოთ საქართველო ივანიშვილს მოშორების შემდეგ.და რა თქმა უნდა, ოლიგარქთან ბრძოლის სტრატეგიასა და ტაქტიკაზე. ეს ხალხი იქნება საქართველოს მომავალი ხელისუფლების ბირთვი.ბორია თავს ნუ შეიწუხებ იქ ხალხის ჩანერგვით, იმიტომ რომ სიცრუის დეტექტორზე შევამოწმებთ თითოეულ აპლიკანტს. და ვერავინ ვერ გაგვიძვრება. ეს კარგად ვისწავლე უკრაინაში და ყველგან.ჩვენ მოვამზადებთ ახალ ბირთვს, რომელიც ძველ მებრძოლებთან ერთად შეძლებენ სიტუაციის შემობრუნებას.
ეს არ იქნება პარტიული სკოლა, ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, ნიჭიერი, ინოვაციური, ვისაც უნდა საქართველოს გადარჩენა და ვისაც უნდა შემდგომ საქართველოს მართვაში მონაწილეობის მიღება აქ იქნება მიღებული ჩვენ მიერ, “-აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.