სიდნეიში ძლიერმა ნისლმა “ჰარბორ ბრიჯი” მთლიანად დაფარა

ძლიერი ნისლი სიდნეიში – დღეს დილით ავსტრალიის ყველაზე დიდ ქალაქში ხილვადობა მინიმუმამდე შემცირდა. ნისლი იმდენად ძლიერი იყო, რომ ქალაქის, თითქმის, ყველა ღირსშესანიშნაობა, მათ შორის ცნობილი “ჰარბორ ბრიჯიც” მთლიანად დაფარა.

უამინდობის გამო, სიდნეის აეროპორტებში რეისების ნაწილი გადაიდო ან გაუქმდა, ნაწილი კი სხვა აეროპორტებში გადაამისამართეს. შეზღუდული იყო ქალაქის ნავსადგურში მიმოსვლაც. ნისლი სიდნეიში შუადღისთვის გაიფანტა.