სიგარეტი გაძვირდა.

{{ARTICLEIMAGE}}
თამბაქოს სარეალიზაციო ჯიხურებში სხვადასხვა სახის თამბაქოზე ფასი საშუალოდ -50 თეთრით გაიზარდა. ფასების მატება საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებს მოყვა, რომლითაც 1-ელი იანვრიდან იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე გადასახადი გაიზარდა. რაც ნიშნავს, რომ ცვლილების შედეგად კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10%-ს ნაცვლად სახელმწიფოსთვის 30%-ის გადახდა უწევთ. 1-ლი იანვრიდან აქციზის განაკვეთი გათანაბრდა ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე და 20 ღერზე 1.7 ლარი გახდა. შეგახსენებთ, რომ ცვლილებამდე, კოლოფ ფილტრიან სიგარეტზე აქციზის განაკვეთი ერთი ლარი და 70 თეთრი, ხოლო უფილტროზე 60 თეთრი იყო.