სიღნაღის რაიონში, ტყეში მამაკაცის ცხედრის ნაწილები იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 83 წლის მამაკაცია, რომელსაც ოჯახი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ეძებდა.
მისი ცხედრის ნაწილი და ტანსაცმელი ტყეში იპოვეს, ცხედრის სხვა ფრაგმენტების მოძებნა კი ვერ მოხერხდა.
ოჯახი ვარაუდობს, რომ შესაძლოა მოხუცი მამაკაცი ტყეში მგლებმა დაგლიჯეს.