სიღნაღისა და წნორის უფასო სასადილოში 184 სოციალურად დაუცველს საკვებს აკლებდნენ

აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2018 წელს წნორისა და სიღნაღის უფასო სასადილოებში კერძები ნორმით დადგენილთან შედარებით მცირე ულუფებით და არასათანადოდ მზადდებოდა.

ბენეფიციარები მერიას ერთობლივი განცხადებებით მიმართავდნენ საკვების უხარისხობასთან დაკავშირებით, თუმცა მერიამ მიმწოდებელი ი/მ ბესიკ დოხნაძის მიმართ სანქციები არ გამოიყენა.

მას 2018 წელს სრულად აუნაზღაურდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა – 116.6 ათასი ლარი.

აუდიტის ინფორმაციით, მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფმა მოსახლეობამ ვერ მიიღო
ხელშეკრულებით განსაზღვრული, ხარისხიანი მომსახურება.

2019 წლიდან უფასო სასადილოს მომსახურებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მიერ
დაფუძნებული ა(ა)იპ „სიღნაღის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილო“.