“სიმშვიდე თუ არ იქნება ვერაფერს ვერ მიაღწევს ადამიანი”- ილია მეორე

ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ დროში, როცა ადამიანები არ არიან კმაყოფილი არსებული მდგომარეობით – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ქადაგებისას განაცხადა.მისივე თქმით, სიმშვიდე თუ არ იქნება, ვერაფერს მიაღწევს ადამიანი.

„აი, ეს სიმშვიდე მოგცეთ ღმერთმა თქვენ და მთელს საქართველოს. ბერის ცხოვრება ძალიან რთულია, ბერი არის ის ადამიანი, რომელიც არასოდეს არ არის კმაყოფილი თავისი მდგომარეობით და თავით. ბერი ის ადამიანია, რომელიც ცდილობს, დადგეს აღმავლობის კიბეზე. ბერი ის ადამიანია, რომელიც არ არის კმაყოფილი გუშინდელი დღით და დღეს უნდა, რომ იყოს უფრო უკეთესი, ვიდრე გუშინ იყო. ბერების ლოცვამ გადაარჩინა ქვეყანა და ეკლესია. გილოცავთ მთაწმინდელების დღესასწაულს. შეგვეწიოს იმათი ლოცვა ჩვენ და მთელს მსოფლიოს.ჩვენ შევთხოვთ წმინდა მამებს რომ დაამშვიდოს საქართველო და მთელი მსოფლიო. ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ დროს, როცა ადამიანები არ არიან კმაყოფილი არსებული მდგომარეობით და ითხოვენ ახალ პირობებს. უნდა გვახსოვდეს, რომ სიმშვიდე, მშვიდობა აუცილებელია ყოველი ადამიანისთვის და აუცილებელია ქვეყნისათვის. სიმშვიდე თუ არ იქნება ვერაფერს ვერ მიაღწევს ადამიანი, სიმშვიდე მოგცეთ ღმერთმა თქვენ და მთელ საქართველოს“, – განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.