დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის განცხადებით, წმინდა სინოდის გადაწყვეტილება დეკანოზის შეწყალებასთან დაკავშირებით მხოლოდ თაბახის ფურცელია.
„კიდევ ერთი გიორგობის დღესასწაული. კიდევ ერთი ფუჭი მოლოდინი მამაოს გათავისუფლებისა. კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ სინოდის გადაწყვეტილება ჩემი ძმის შეწყალებასთან დაკავშირებით მხოლოდ თაბახის ფურცელია, თუკი მას არ ახლავს შორენას ნება. საპატრიარქოში მითხრეს, რომ სინოდის განცხადების პრეზიდენტთან გაგზავნაზე კატეგორიული უარი თქვა შორენამ“, – წერს დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა „ფეისბუქის“ გვერდზე.