სინოდის ჩატარების თარიღი ცნობილია-ცოტა ხნის წინ საპატრიარქოს სახელით განცხადება გააკეთა მიქაელ ბოტკოველმა. მისი თქმით, ილია მეორემ მას დაავალა განეცხადებინა, რომ 31 ოქტომბერს პატრიარქის გადაწყვეტილებით წმინდა სინოდის სხდომა ჩაინიშნა.
“დღეს რამდენჯერმე მოვისმინოთ ინფორმაცია, რომ პატრიარქი განარიდეს ქალაქს და ის აპირებდა განცხადების გაკეთებას გადადგომასთან დაკავშირებით, ეს არის მტკნარი სიცრუე და არ შეესაბამება სიმართლეს.
მთავარი, რაც დამავალა უწმინდესმა, რომ მეთქვა სინოდის სხდომა ჩაინიშნა 31 ოქტომბერს, ხუთშაბათს. სულ რამდენიმე წუთის წინ მიიღო უწმინდესმა ეს გადაწყვეტილება” – განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.