სირცხვილია ხელოვნების ნიმუში ვერ დააფასო, როცა მსოფლიო აფასებს – 89 წლის ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე

89 წლის ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე, რომელიც სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია, ხშირად წერს თავისუფლებაზე და აკრიტიკებს მათ, ვისაც განსხვავებული აზრის ჩახშობა სურს, ფილმის ,,და ჩვენ ვიცეკვეთ” ხმაურიან კინოპრემიერას ეხმაურება.

BBC ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ხმაურიან პრემიერაზე სტატიას აქვეყნებს
გთავაზობთ მის სტატუსს:

„უყურებ კინო „ამირანთან განვითარებულ მოვლენებს და ჟრუანტელი მივლის, ნუთუ ამდენი მე 19 -ე საუკუნეში ჩარჩენილი ხალხი არსებობს კიდევ? ნუთუ ერთი კინოფილმი ისე საშიშია მათთვის, რომ ასეთი ამბავი ატეხეს? გასაგებია „ქართულ მარშსმეტს ვერ მოთხოვ, მათი გონება ჯერ ვერ დაეწია თანამედროეობას. მე უბრალოდ მაინტერესებს, მათ შორის ახალგაზრდები როგორ მოხვდნენ? ან რას ფიქრობენ ისინი?სირცხვილია ხელოვნების ნიმუში ვერ დააფასო, როცა მსოფლიო აფასებს. 

მანამდე ლამარა აბჟანდაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ფილმს „და ჩვენ ვიცეკვეთ“ სიამოვნებით უყურებდა.