თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე სისხლიანი დაპირისპირების შედეგად 2 ადამიანი დაიჭრა. სასწრაფო დამხარების ბრიგადას მეორე დაჭრილი ამ წუთებში საავადმყოფოში გადაყავს.
თვითმხილველების ინფორმაციით, ადგილზე ორმხრივი სროლის ხმა ისროდა. ერთ-ერთი დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მეორეს კი პოლიციამ ადგილზე ხელბორკილი დაადო, მას ჭრილობა ფეხში აღენიშნება.
დაპირისპირება სამშენებლო ობიექტის ტერიტორიაზე მოხდა. ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.