ერთი ადამიანის გარდაცვალებით დასრულდა სისხლიანი გარჩევა პანკისის ხეობაში. ერთმანეთს რამდენიმე გვარის, მუთოშვილების, ხანგოშვილებისა და ქავთარაშვილების გვარების წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.
ადგილობრივების ინფორმაციით, გვარებს ერთმანეთთან ძველი მტრობა ჰქონდათ და მათი შერიგება ადგილობრივი ადათ- წესების მიხედვითაც ვერ მოხერხდა.
მეორე ვერსიით, კონფლიქტის მიზეზი ჰესების მშენებლობა გახდა.
წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი და დაჭრილია ოთხი ახალგაზრდა. გარდაცვლილი მუთოშვილების გვარის წარმომადგენელია.
ამ წუთებში ადგილზე იმყოფება პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებიც მომხდარის მიზეზებს არკვევენ.