“სისტემური ხასიათი მიიღო პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობამ”- გიორგი გახარიამ პარლამენტში მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების სახელით დაიწყო და აღნიშნა რომ საზოგადოების ნაწილი ცდილობს პოლიცია მხარე გახადოს.
“შსს-ს პოზიცია არის რომ პოლიცია არის აპოლიტიკური და ეფექტური ორგანო, როდესაც ესეთ მცდელობებს აქვს ადგილი ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პოლიცია არის ყველასი..სისტემური ხასიათი მიიღო პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობამ, აქაც უნდა გავიხსენოთ რომ პოლიცია ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს და პოლიციის რეპუტაციას უნდა დავუფრთხილდეთ ყველა ერთად”
ამ წუთებში პარლამენტში გიორგი გახარიას “მინისტრის საათის” ფარგლებში უსმენენ.
ძირითადი ნაწილის დასრულების შემდეგ მინისტრი დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. საპარლამენტო ოპოზიცია აპირებს მინისტრს მწვავეკითხვები დაუსვას,ძირითადი საკითხი არის 21 აპრილს პანკისში განვითარებული მოვლენები.