მარნეულის და ბოლნისის რაიონებში მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა. ამის შესახებ პრემიერმა გახარიამ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მიზეზი ვირუსის უკონტროლო გავრცელებაა, რაც მასობრივი თავშეყრის ღონისძიებას უკავშირდება. ამ რაიონებში შესვლა და გადაადგილება მკაცრად იქნება გაკონტროლებული.
იზღუდება მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა, იხურება ყველა ობიექტი, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მედიკამენტების, სურსათის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.სახლიდან გამოსვლა მხოლოდ სურსათის და მედიკამენტების შესაძენად იქნება ნებადართული.
მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და საგანგებო რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ორი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მკაცრი კარანტინის შემოღება კორონავირუსის გამო შექმნილმა ვითარებამ გამოიწვია.
მარნეულში ინფიცირებულია შუახნის ქალი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. არსებული ინფორმაციით, 80-ზე მეტ პირთან ჰქონდა კონტაქტი.
“ეს გახლავთ ის ძირთადი გამოწვევა, რასაც ყოველთვის ვეძახდით გავრცელების შიდა ეტაპზე გადასვლას და ყველა მომზადების მიუხედავად სიტუაცია საკმაოდ რთულია. ჩვენი ეპიდემიოლოგების პროგნოზით შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ათეული ადამიანი, შესაბამისად, უნდა გვესმოდეს რომ ის, რომ ჩვენმა ეპიდემიოლოგება დაადგინეს 490 საკონტაქტო პირი, ჯერ ეს არაფერს არ ნიშნავს და სიტუაცია არის რთული. ეს გახლავთ ის ძირთადი გამოწვევა, რასაც ყოველთვის ვეძახდით გავრცელების შიდა ეტაპზე გადასვლას და რომლისთვისაც ვცდილობდით მაქსიმალურად ვყოფილიყავით მომზადებული და რომლისთვისაც ჩვენ მაქსიმალურად ვართ მომზადებული. თუმცა ყველა ამ მომზადების მიუხედავად სიტუაცია საკმაოდ რთულია“,- განაცხადა გახარიამ.
კარანტინის რეჟიმზეა უკვე გადასული მარნეულის კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსი“.ქალბატონი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა მოთავსებული იყო ამ კლინიკაში.
„კლინიკა დღეის მდგომარეობით არის სრულად კარანტინის რეჟიმზე გადასული. აქ, კლინიკის მახლობლად, კლინიკის ტერიტორიაზე, ასევე, უახლოეს პერიოდში, დაახლოებით 24 საათის განმავლობაში განთავსდება საველე ჰოსპიტალი. ხოლო მეორე კლინიკა, ავერსის კლინიკა მარნეულის რაიონში გააგრძელებს ფუნქციონირებას , როგორც მულტიფუნქციური სამედიცინო დაწესებულება, რომელიც სპეციალიზებული იქნება მხოლოდ რეგიონში კორონავირუსის მკურნალობის მიმართულებით. ხოლო „ავერსის“ კლინიკა, იქნება განკუთვნილი მულტიფუნქციური საქმიანობისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.