სიურპრიზების ღამე : ოქროს გლობუსის მოულოდნელი გამარჯვებულები

6 იანვრის ღამეს ლოს ანჟელესში “ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების 76– ე ცერემონიალი გაიმართა.

ყველა ელოდა, რომ მთავარ ჯილდოს ფილმი “ვარსკვლავის დაბადება“ მიიღებდა, თუმცა ოქროს გლობუსის გამარჯვებული სხვა ფილმი გახდა. ფრედი მერკურის შესახებ გადაღებულმა ბიოგრაფიულმა ფილმმა “ბოჰემური რაფსოდია“ საუკეთესო დრამატული ფილმის ნომინაცია მოიპოვა. ფილმის მთავარი როლის შემსრულებელმა, რამი მალეკმა კი საუკეთესო დრამატული მამაკაცი მსახიობის ჯილდო.

ფილმმა “მწვანე წიგნი“ სამ ნომინაციაში გაიმარჯვა. საუკეთესო მიუზიკლი/კომედიური ჟანრის ფილმის კატეგორიაში , საუკეთესო სცენარისთვის ჯილდო მიიღეს ამავე ფილმის სცენარისტებმა – პიტერ ფარელიმ, ნიკ ვალელონგამ და ბრაიან კარიმ. ამავე ფილმში მონაწილეობისთვის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთეს შემსრულებელი მამაკაცის ჯილდომ მიიღო მახერშალა ალიმ.

ბრედლი კუპერის გახმაურებულმა ფილმმა – “ვარსკვლავის დაბადება“, რომელსაც ოქროს გლობუსის ფავორიტობას და არაერთ ნომინაციაში გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ, მხოლოდ ერთი ჯილდო მიიღო – საუკეთესო სიმღერისთვის “Shallow“ ოქროს გლობუსი ლედი გაგას გადაეცა.

{{ARTICLEIMAGE}}

საუკეთესო დრამატული მსახიობი ქალის ჯილდო გლენ ქლოუზმა მიიღო ფილმისთვის “ცოლი“.

საუკეთესო კომედიური ჟანრის მსახიობი მამაკაცის ჯილდო კი ქრისტიან ბეილის გადაეცა ფილმში “ვიცე“ შესრულებული ვიცე პრეზიდენტ დიკ ჩეინის როლისთვის.

საუკეთესო კომედიური ჟანრის მსახიობი ქალის ჯილდო ოლივია კოულმენმა მიიღო ფილმისთვის “ფავორიტი“.

საუკეთესო რეჟისორი – ალფონსო კუარონი ფილმისთვის “რომა“

ამავე ფილმმა გაიმარჯვა საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმის ნომინაციაში.


კადრი ფილმიდან “რომა“

ოქროს გლობუსი მიიღეს შემდეგმა სატელევიზიო სერიალებმა:

საუკეთესო დრამატული სერიალი – “ამერიკელები“.

საუკეთესო კომედიური ჟანრის სერიალი – “კომინსკის მეთოდი“

საუკეთესო მინი სერიალი “დანაშაულის ამერიკული ისტორია. ”ჯანი ვერსაჩეს მკვლელობა“.

სერიალ კომინსკის მეთოდში შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი მაიკლ დუგლასს გადაეცა მამაკაცის საუკეთესო კომედიური როლის შესრულებისთვის.