21 ივნისს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებს ქართველი ჯაზ- პიანისტი ბექა გოჩიაშვილიც ეხმაურება. ამის შესახებ “პრაიმტაიმი” წერს. ბექა ამჟამად საქართველოში არ იმყოფება თუმცა აცხადებს რომ მომხდარით აღშფოთებულია და ხვალვე დაბრუნდება საქართველოში, რათა მოქალაქეებს შეუერთდეს.
„ამაზრზენი ფაქტია დეპუტატ გავრილოვის ყოფნა საქართველოს პარლამენტში. საშინლად უპასუხისმგებლო გამართლებაა ამ ფაქტის “არ ცოდნა” და უთავმოყვარეოდ ამ ამბის გაჩუმების მცდელობა, რომ თითქოს ეს არაფერი არ არის, არ ვიცოდით და მორჩა. პოლიციაზე თავდასხმა პატრიოტიზმი არ არისო, სადღაც წავიკითხე. რა უპასუხისმგებლო ბოდვაა საერთოდ?! ოკუპანტის პარლამენტში, პარლამენტის თავჯდომარის სავარძელში ჯდომის და იქედან ლაპარაკის შემდეგ, რა პოლიციაზე თავდასხმას აკრიტიკებენ? იქიდან გამომდინარე, რომ რუსი დეპუტატი ეგდო პარლამენტში და ხელისუფლებამ ხალხის მოთხოვნა არ გაითვალისწინა, ხალხისგან წინააღმდეგობის გაწევა გამართლებულია.ყველა – კომპლექსიანი, დამძიმებული დაწყნარდეს და გავიდეს აქციაზე, სახელების და გვარების ხსენებას სჯობს არ აირტყან ის სამარცხვინო იარლიყი, რასაც სამშობლოს გულგრილი, ნიჰილისტი, უპასუხისმგებლო და მშიშარა მოქალაქე ჰქვია.მე ამსტერდამში ვარ. გუშინ რომ საქართველოში ვყოფილიყავი, აუცილებლად ვიდგებოდი აქციაზე და დავდგები კიდეც! ხვალ მოვდივარ საქართველოში და აქციას შევუეერთდები ” – განაცხადა ბექა გოჩიაშვილმა.