“სხდომა არ იყო რომ გათხლეშილი მთვრალი არ ყოფილიყო“–ელისაშვილი სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებულ ოცნების დეპუტატზე

სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი, წინა მოწვევის საკრებულოს წევრი, ალეკო ელისაშვილი თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს სტატუსს უძღვნის. ილია ჯიშკარიანი მაჟორიტარული ბიუროს თანამშრომელმა თამთა თოდაძემ სექსუალური ძალადობის მცდელობაში და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა.

“ხაჭაპურზე რომ გაიშალეს თმები წულუკიანმა და სალომე ზურაბიშვილმა – საკრებულოს წევრის მიერ შესაძლო ძალადობაზე წყალი რატო ჩაიგუბეს პირში? იმ ძალადობაზე რაც ვნახე იმის მეტს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ საკრებულოში მუშაობის 4 წლის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე ვიგინდარა, მედროვე, უპრინციპო და უპასუხუმგებლო დეპუტატი ვინც ვნახე იყო სწორედ ვაჟბატონი ილია ჯიშკარიანი. სხდომა არ იყოს რომ გათხლეშილი მთვრალი არ ყოფილიყო და ყოველ სხდომაზე ხან ყვიროდა, ხან უსტვენდა, ხან ბოთლებს ისროდა და რას არ სჩადიოდა. ჯერ ალასანიას პარტიაში იყო, მეორე ჯერზე უკვე ალალი ოცნებიდან დაასახელეს. ჰოდა ასახელა კიდეც დედაპარტია.“ – წერს ალეკო ელისაშვილი.