“სხვა პოლიტიკოსებმა იკითხონ როგორ ივლიან თბილისის ქუჩებში”-ეს განცხადება “ტვ პირველზე” მესამე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა და იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მას 16 დეკემბრიდან სახელმწიფო დაცვა მოეხსნება.
“მე არ მაქვს მარტო გავლის ან შიში სხვა პოლიტიკოსებმა იკითხონ როგორ ივლიან თბილისის და სხვა ქალაქების ქუჩებში, მე ამის საშიშროება კი არ მაქვს , მე სტატუსის დაკნინების თემაზე ვსაუბრობ, ეს სტატუსის დაკნინების უკვე ჩამოყალიბებული ტენდენციაა, ეს გადახვევაა იმ ტენდენციიდან რაც სხვა ქვეყნებში არსებობს, ის რომ დეპუტატს აქვს მთელი ცხოვრება პენსია და პრეზიდენტს არ აქვს”-განაცხადა მარგველაშვილმა.