დაპირისპირება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე – “ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერიამ და ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ერთმანეთს შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართეს.
დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც გიგა ბოკერიამ დეპუტატ შოთა ხაბარელის მიერ მისთვის დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა სცადა.
სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ბოკერიას ჰკითხა, არის თუ არა სპორტის სფეროში არსებული მიღწევები მთავრობის დამსახურება. როგორც ბოკერიამ კითხვის პასუხად განაცხადა, ეს მთავრობის დამსახურება არ არის. მისივე თქმით, ეს თავად სპორტსმენების დამსახურებაა, რაზეც მამუკა მდინარაძემ მიუთითა, რომ კითხვაზე მოკლედ ეპასუხა.
მდინარაძემ ოპოზიციონერ დეპუტატს „ტუტუცი“ და ნაგავი“ უწოდა, მას შემდეგ რაც ბოკერიამ მას უთხრა რომ ტონი და ზრდილობა არ მოსწონდა: “თითის ქნევასაც მიიღებ და მშობლების ცუდად მოხსენიებასაც”.
{{VIDEO}}