“სკოლები, ბაღები, უნივერსიტეტები..”-ბახტაძის დაპირებები ზუგდიდელებს

ზუგდიდი მერობის არჩევნების “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანია პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.

ბახტაძის თქმით, ზუგდიდის ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის 2019 წელს 50 მილიონი ლარია გამოყოფილი და ამ თანხის ფარგლებში უამრავი პროექტი განხორციელდება.

„როგორც შარშან შეგპირდით, წელს ჩვენ ზუგდიდის ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის გამოვყავით 50 მლნ ლარი. ამასთან ერთად, ზუგდიდში შენდება ახალი ოლიმპიური სტანდარტების მქონე აუზი და ეს იყო თქვენი სურვილი. ასევე აუცილებლად ავაშენებთ პირველი პრეზიდენტის სახელობის ბიბლიოთეკას თქვენს ულამაზეს ქალაქში,“

მამუკა ბახტაძემ განათლების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და ზუგდიდელებს ერთდროულად განათლების  ყველა საფეხურის მშენებლობას და მოდერნიზაციას დაპირდა.

“ზუგდიდი იქნება პირველი ქალაქი სადაც იქნება ყველაზე თანამედროვე სკოლები, ბაღები, უმაღლესი სასწავლებლები, ახალგაზრდული ორგანიზაციები და ყველაფერი საუკეთესო რაც უკავშირდება განათლებას”- განაცხადა ბახტაძემ