კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დღეიდან საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო. გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე კორონავირუსის შემთხვევების გამო მიიღეს.არდადეგები 16 მარტამდე გაგრძელდება.
არდადეგების პერიოდში,პროფილაქტიკის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სკოლებსა და ბაგა-ბაღებში სადეზინფექიო სამუშაოები ჩატარდება.