სმიტების მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

მსჯავრდებული მალხაზ კობაურის ადვოკატები  სასამართლოს  გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

დეტალებზე სასაუბროდ  ადვოკატებმა ბრიფინგი დაგეგმეს, მათი განცხადებით, ნაფიცმა მსაჯულების ვერდიქტი  სმიტების მკვლელობის საქმეზე უსაფუძვლოდ, მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით  გამოიტანეს.ისინი ასაჩივრებენ ასევე  გორის რაიონული სასამართლოს განაჩენს კი უვადო პატიმრობის შესახებ.

„გავასაჩივრებთ იმ პროცესუალურ დარღვევებს, რომელიც უამრავია საქმეში. კონკრეტულად გავასაჩივრებთ, რომ მალხაზ კობაურის საქმეზე არ იყო სამართლიანი სასმართლოს პრინციპი, არ იქნა შეჯიბრებითობა დაცული მხარეებს შორის სათანადოდ, გავასაჩივრებთ ბრალდებულის უფლებების უხეშ დარღვევას, რაც მალხაზ კობაურის სასამართლოზე განხორციელდა,“-განაცხადა მალხაზ კობაურის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.