“სოციალური კეთილდღეობის პროგრამა”- საფრანგეთის განვითარების სააგენტო 35 მილიონი ევროს გამოყოფს

სოციალური კეთილდღეობის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმების მხარდასაჭერად, საფრანგეთის განვითარების სააგენტო 35 მლნ ევროს გამოყოფს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით შესაბამის შეთანხმებას დღეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, საფრანგეთის ელჩმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს დემოგრაფიული და სოციალური დეპარტამენტის დირექტორმა მოაწერეს ხელი. პროგრამა სოციალური მხარდაჭერისა და სოლიდარობის სისტემის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის სისტემის უზრუნველყოფას, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მხარდაჭერას ითვალისწინებს.

პასკალ მენიე

 

“ეს არის ისტორიული მომენტი იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობასთან ერთად, ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას 35 მლნ ევროს გამოყოფის თაობაზე. ეს არის სოციალური კეთილდღეობის პროგრამით გათვალისწინებული პირველი ტრანში. პროგრამა მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა: დევნილთა, სოციალურად დაუცველ, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების პირთა და ბავშვების დახმარება. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ მთავრობა, საფრანგეთი მზადაა, დახმარების გასაწევად და ჩვენი სურვილია, ხელი შევუწყოთ უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებას”.