სოციალური ქსელები „ფეისბუქი“ და „ინსტაგრამი“ შეფერხებით მუშაობს.
შეფერხება დაახლოებით 16:30 საათზე დაფიქსირდა და ამ დრომდე ინტერნეტმომხმარებლები ვერ ახერხებენ საკუთარ ანგარიშებზე შესვლას და აქტივობების განხორციელებას.ასევე შეფერხებულია “მესენჯერის” მუშაობაც.
სოციალური ქსელების გათიშვის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.