სოფელ ჩუმლაყში გურჯაანის მერის წარმომადგენელს, ფიზიკურად გაუსწორდნენ.როგორც ცნობილი გახდა, ინციდენტის შედეგად ზაზა რუაძეს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული.
კონფლიქტი რუაძეს ჩუმლაყელ ძმებთან, დავით და ბაჩანა ბერულაშვილებთან მოუვიდა. ინციდენტი სოფელში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოს მოჰყვა. ე.წ. ბაღის უბნის რეაბილიტაციის ფარგლებში გზა გათხარეს, რა დროსაც დაზიანდა ბერულაშვილების კუთვნილი წყლის მილი. ოჯახი კი მის აღდგენამდე, უბანში წყლის მიწოდების შეწყვეტას მოითხოვდა, რაზეც მხარეებს შორის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ფიზიკურ შეურაცხყოფას უარყოფს ბაჩანა ბერულაშვილი.საქმეზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.
219 მეტრიანი გზის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 138 ათასი ლარია გამოყოფილი.