თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურში ადიდებულმა მდინარე სტორმა ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის ნაწილი წაიღო.
მოვარდნილმა მდინარემ დატბორა ლეჩურთან მიმდებარე სოფლების ცენტრალური მაგისტრალები, ამის გამო ავტომობილებით გადაადგილება შეფერხებულია. მშენებარე სასტუმრო მთლიანად წყალში მოექცა, ელექტროგადამცემი ხაზები მთლიანად გაწყვეტილია ხოლო მოსახლეობას ელექტრომომარაგება შეწყვეტილი აქვს. მდინარემ ასევე ახმეტის მუნიციპალიტეტებიც დააზიანა და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორილია