სოფელ მეჯვრისხევიდან რუსმა სამხედროებმა მწყემსი გაიტაცეს

19 აპრილს გორის რაიონში სოფელ მეჯვრისხევთან, საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა  მწყემსი გაიტაცესს. ადგილობრივების ინფორმაციით, 45 წლის გოჩა ფიდიური სოფლის მიმდებარედ ოკუპანტებმა იმ დროს დააკავეს, როცა ის საქონელს აძოვებდა.მწყემსი, სავარაუდოდ, ცხინვალის დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მას ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ედება.

მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.