სოფელ მერეთში 4 წლის ბავშვი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 4 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. სოფელ მერეთში ბავშვს ავტომობილი საკუთარ ეზოსთან დაეჯახა.ადგილობრივების თქმით, ავტომობილი დიდი სიჩქარით არ მოძრაობდა, თუმცა, შეჯახების შემდეგ 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ბავშვის ცხედარი გორის პროზექტურაშია გადასვენებული.

ადგილზე სამართალდამცავები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები არიან მობილიზებული.საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.