სოფელ ნატანების გზაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანების გზაზე, მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

როგორც სოფელში აცხადებენ, შუახნის მამაკაცის ცხედარი თავისმა ძმამ, გზისპირას, თხრილში ნახა. 

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.