შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დახმარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს.
გორის მერიის “ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება ფოტოები, სადაც ხანძრის ქრობის სამუშაოებში გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილიც არის ჩართული. მერიის თანამშრომლები პროცესში მეხანძრეებთან ერთად ერთ-ერთი პირველები ჩაერთნენ.
”სოფელ საყავრესთან ხანძრის ქრობის სამუშაოებში მაშველ – მეხანძრეებთან ერთად ერთ – ერთი პირველები გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები ჩაერთნენ. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროცესში იღებს მონაწილეობას.იმედი მაქვს ხანძრის ლიკვიდაცია მალე მოხდება.”- წერს კონსტანტინე თავზარაშვილი სოციალურ ქსელში.