სოფელ წყალწმინდაში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 2 მგზავრი კი ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანე. მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

ექიმების თქმით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია. მისივე თქმით, პაციენტები მიმღებ-დიაგნოსტიკურ განყოფილებაში იმყოფებიან და კვლევები უტარდებათ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.