დათვების შემოსევა გურიაში. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

გურიაში დათვების შემოსევაა – სოფელ უკანავას მოსახლეობას დათვები შინაურ ცხოველებს უნადგურებენ. მათი თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც დათვის თავდასხმის შედეგად ადგილობრივებიც დაშავდნენ.
ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემა შეუქმნა გასულ კვირას ამოვარდნილმა ქარიშხალმაც, რომელმაც აქაურების წლევანდელი მოსავალი თითქმის სრულად გაანადგურა.
მთისპირის თემი ხელისუფლებისგან დახმარებას და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებასაც ითხოვს.