თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მამაკაცი მოკლეს.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან თანასოფლელმა ესროლა. 40 წლამდე მამაკაცი გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობისგან საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი საქართველოში არ ცხოვრობდა და სოფელ ყარაჯალაში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.