სოფიო ქაცარავა დეპუტატის მანდატს ტოვებს

სოფიო ქაცარავა დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ სოფიო ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, დავტოვო საპარლამენტო მანდატი. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ და წარამატებები ვუსურვო ჩემ ყოფილ თანაგუნდელებს და დიდი წარმატება და წინსვლა ჩემ ქვეყანას!“-წერს ქაცარავა.

შეგახსენებთ, 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი ჩააგდო. კენჭისყრის შემდეგ უმრავლესობის რიგები 9 დეპუტატმა დატოვა, რომელთა შორის: თამარ ჩუგოშვილი,სოფიო ქაცარავა,  გიორგი მოსიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინა ფრუიძე, თამარ ხულორდავა, მარიამ ჯაში, ზაზა ხუციშვილი და გიორგი ბეგაძე.