ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც სოციალური მუშაკების პრობლემის განხილვა უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს, კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და ელენე ხოშტარია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
ხოშტარიამ კილაძეს თავხედი უწოდა. ოპოზიციის დეპუტატის გაღიზიანება სოფო კილაძის რეპლიკამ გამოიწვია, რომელმაც ხოშტარიას განცხადებები დემაგოგიად მოიხსენია.
„წესიერად ილაპარაკე, ძალიან ბევრს გითმენს ყველა. ადამიანი არ იცი, ადამიანის უფლებები არ იცი, ზრდილობა არ იცი – ადამიანის უფლებები რომ არ გესმის, ზრდილობა მაინც ისწავლე”, – მიმართა ელენე ხოშტარიამ სოფო კილაძეს.
კომიტეტის სხდომაზე სოციალური მუშაკების მოთხოვნების დაკმაყოფილების თემაზე მსჯელობენ.