ლენტეხში სოკოთი მოწამლული სამივე პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტები მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან.
მოწამლულები ქუთაისში ლენტეხის კლინიკიდან გუშინ გადაიყვანეს. სამივე პირს სოკოთი ინტოქსიკაცია აღენიშნება.
შეგახსენებთ, რომ სოკოთი მოწამვლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.