სომხეთის პოლიციამ ოპერაცია ,,გენაცვალე” ჩაატარა- დაკავებულია საქართველოს ელჩის მანქანის ძარცვაში ბრალდებული

სომხური მედიის ინფორმაციით, საქართველოს ელჩის მანქანა გაძარცვეს. „მერსედესის“ მარკის ავტომობილს სარკეები მოპარეს.

ფაქტეზე ქვეყნის კრიმინალური დაზვერვის განყოფილებამ ბრალდებული სომხეთის 22 წლის მოქალაქე გეგამ ს. დააკავა.

სპეციალური ოპერაცია სახელწოდებით „გენაცვალე“ ორი დღის მანძილზე მიმდინარეობდა.

პოლიციის ინფორმაციით, მანქანის სანომრე ნიშნები საქართველოს საელჩოს ბალანსზეა.