სომხეთში COVID 19 ბოლო 24 საათში კიდევ 20 ადამიანს დაუდგინდა და მათმა საერთო რაოდენობამ 72-ს მიაღწია. მათგან 2 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, 1 კი გამოჯანმრთელდა.
სომხური მედიის ინფორმაციით, სამკერვალო საწარმოს 500-მდე თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ იქ დასაქმებულს კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი ჯანდაცვითი უწყების კონტროლის ქვეშ არიან.
სომხეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მასთან საზღვარი საქართველოს დროებით ჩაკეტილი აქვს.