თანასწორობის მოძრაობის განცხადებით, სუპერმარკეტების ქსელ “სპარის” თანამშრომელს მომხმარებელმა ტრანსფობიურ ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
,,დაზარალებულის ინფორმაციით, საღამოს საათებში სუპერმარკეტში შევიდა მომხმარებელი, რომელმაც ტრანსფობიური კომენტარი გააკეთა მის გენდერულ თვითგამოხატვასთან დაკავშირებით, ბრალდებულმა მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა”,-წერია მოძრაობის განცხადებაში.
მათი ინფორმაციით, ბრალდებული სსკ 126-ე მუხლით დააკავეს და სასამართლომ 2000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
თანასწორობის მოძრაობა აღნიშნავს, რომ ტრანსგენდერი ქალი ინცინდენტის შემდეგ იძულებული გახდა, სამუშაო დაეტოვებინა, რადგან ,,სპარში” არ არსებობს დაცვა მსგავსი შემთხვევებისთვის.