სპეცოპერაცია ფონიჭალაში

ფონიჭალაში რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა სპეცოპერაცია, რომლის მიზანი სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით რამდენიმე პირის დაკავება იყო. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. შსს ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ადასტურებს, რომ საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე გრძელდება.