ფოთში და სენაკში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 20-მდე პირია დაკავებული. ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებულები სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შენობაში გადაიყვანეს. სხვა დეტალები სპეცოპერაციის შესახები ჯერ-ჯერობით უცნობია.
“ძირითადად სპეცოპერაცია ჩატარდა ფოთსა და სენაკში. აყვანილია 20-მდე პირი“, – აღნიშნა ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა ჯიტა გულუამ.
ჯიტა გულუას ინფორმაციით ისინი „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის არიან დაკავებულნი.
“როგორც ოჯახის წევრებმა მითხრეს, ჩხრეკის შედეგად რაიმე უკანონო ნივთი არ ამოუღიათ”, – განაცხადა ადვოკატმა ბაჩუკი ყურაშვილმა.














