სპეცოპერაცია ხაშურის შესასვლელთან (ექსკლუზიური კადრები)

ბაკურიანიდან თბილისში მიმავალი ავტობუსი, რომელსაც სემინარიდან მოჰყავდა ჟურნალისტები, ხაშურის შესასვლელთან გაჩერდა – ავტობუსის მძღოლის განმარტებით, მას  მოქალაქისთვის ათი ლარი უნდა გადაეცა. იმ დროს, როდესაც მძღოლი ჩავიდა ავტობუსიდან და ამ მოქალაქეს შეხვდა, სამართალდამცველებმა ისინი გააჩერეს და საგამოძიებო მოქმედებები დაიწყეს.

პოლიციის სამმართველოში საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში გადაყვანილი მძღოლი და მისი “ნაცნობი”, რომელსაც მძღოლის განმარტებით, თანხის გადაცემის მიზნით შეხვდა, მოგვიანებით გაათავისუფლეს.

“სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ხაშურთან გაჩერებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის ჩხრეკა ჩაატარა. პოლიციას ჰქონდა ინფორმაცია სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ. ავტოსატრანსპორტო საშუალებამ მძღოლთან და მგზავრებთან ერთად განაგრძო გზა. გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები”,ამბობენ შსს-ში. 

{{VIDEO}}

{{VIDEO}}