სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქარელის მუნიციპალიტეტის ოთხი მაღალჩინოსანი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა.
როგორც ცნობილი გახდა, სპეცოპერაცია წუხელ გვიან ღამით ჩატარდა. დაკავებულია, დირბის გამგებელი და საკრებულოს წევრი გიორგი გოგაშვილია და ასევე, მერიის მაღალჩინოსანი სოსლან ქვრივიშვილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მხოლოდ ორი პირის დაკავებას ადასტურებენ, დამატებით ინფორმაციას კი, მოგვიანებით გაავრცელებენ.