პანკისში დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ ამ სპეცოპერაციაში მონაწილე პირთა უმრავლესობამ საქართველო დატოვა, ხოლო იმ სპეცრაზმელმა კი, რომელმაც უშუალოდ ესროლა თემირლან მაჩალიკაშვილს, სიცოცხელ თვითმკვლელობით დაასრულა.ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა “რეზონანსთან” ისაუბრა.
„ჩემი სანდო წყაროები მეუბნებიან, რომ სპეცრაზმის უფროსი, რომელიც ამ ოპერაციას ხელმძღვანელობდა და სხვა კიდევ მკვლელობის შემსწრე პირები საქართველოდან წავიდნენ. მათ ქვეყანა ფარულად დაატოვებინეს. ერთმა, რომელმაც თემირლანს ესროლა, არ ვიცი რამდენად მართალია, მაგრამ მითხრეს, რომ თავი მოიკლა.
თემირლანის ოთახში სამი სპეცრაზმელი შევიდა. სწორედ ამ სამმა იცოდა რეალურად რა და როგორ მოხდა. ცოცხალი თავით არ ამბობენ, რომ თემირლანს ყურსასმენები ეკეთა და ისე მოკლეს. მერე ხელყუმბარა უკვე მაღალჩინოსნებმა მიიტანეს. რა ფარსიც არ უნდა დადგან, ამ ასქმეს მაინც ბოლომდე მივიყვან“, – აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი „რეზონანსთან“.
შეგახსენებთ, მაჩალიკაშვილის საქმეზე სუსმა ვახტანგ გომელაური და სოსო გოგაშვილი გამოკითხა.