პარლამენტთან მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეების დასაშლელად სპეცრაზმი დაიძრა. შსს-ს მიერ მიცემული 30 წუთიანი ვადა მოქალაქეებისთვის ამოიწურა.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ პარლამენტთან აქციის მონაწილეებს დასაშლელად 30-წუთიანი ვადა მისცა, რომელიც უკვე ამოიწურა. დილის 5:00 საათზე რობოკოპები უკვე ელოდებიან მითითებას რათა დაიწყონ აქციის დაშლა. მათი განმარტებით, აქციის მონაწილეები გზას უკანონოდ კეტავენ.