ზუგდიდის ქუჩებში სპეცრაზმის დანაყოფები მობილიზებულია

ზუგდიდის ქუჩებში სპეცრაზმის დანაყოფები მობილიზებულია. სპეცტექნიკით აღჭურვილი ავტობუსები ზუგდიდის ქუჩებშია განლაგებული.ერთ-ერთი  ავტობუსი რესტორან „მონოპოლთან“ იდგა, რომელიც სავსე იყო სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებით.

უცნობია გეგმავს თუ არა ხელისუფლება სპეცოპერაციის ჩატარებას ზუგდიდში. დღის განმავლობაში დაფიქსირებული მიკროავტობუსები მოფარებულ ადგილას არის გაჩერებული. მიკროავტობუსებში არის სხვადასხვა სპეციალური აღჭურვილობებიც – ხელკეტები, ცრემლსადენი გაზები და ფარები.

საარჩევნო პროცესის დასრულებამდე 2 საათზე ნაკლები რჩება და ზუგდიდში სამართალდამცავების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.